თანადამფუძნებელი · ხელოვნური ინტელექტის მართვა და ტექნოლოგიების სამართალი
ლუკა შახყულაშვილი
აკადემია · კვლევა და პროფესიული ცოდნა
გვერდი იტვირთება…
LegalTech Georgia-ს შესახებ
ვაკავშირებთ პროფესიონალებს, ორგანიზაციებს, ცოდნასა და ინოვაციას, რათა ტექნოლოგიური ცვლილება პრაქტიკაში პასუხისმგებლიანად და ეფექტიანად დაინერგოს.
სტრატეგიული მიმართულება
საქართველოში სამართლისა და ტექნოლოგიების ძლიერი პროფესიული ეკოსისტემის განვითარება ცოდნის, თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენების ხელშეწყობით.
ვავითარებთ პროფესიულ ქსელსა და აკადემიას, ვქმნით კვლევასა და პროფესიულ ანალიზს, ვატარებთ ღონისძიებებს და ორგანიზაციებისთვის პრაქტიკულ პროგრამებს ვამზადებთ.
საქართველოში ჩამოყალიბდეს პროფესიული გარემო, სადაც სამართლის, ტექნოლოგიის, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებენ და უკეთეს პრაქტიკას ერთად ავითარებენ.
ჩვენი მიდგომა
ვაკვირდებით საერთაშორისო პრაქტიკას, კვლევებსა და სფეროში მიმდინარე ცვლილებებს და ვაფასებთ, რა არის რეალურად გამოსადეგი საქართველოს სამართლებრივი და ბიზნეს გარემოსთვის. ჩვენი მიზანი უცხოური მოდელების კოპირება კი არა, მათი გააზრებული ადაპტაციაა.
გუნდი
გაიცანით გუნდის წევრები, მათი პროფესიული გამოცდილება და პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები.
პროფილის სანახავად აირჩიეთ გუნდის წევრი
თანადამფუძნებელი · ხელოვნური ინტელექტის მართვა და ტექნოლოგიების სამართალი
აკადემია · კვლევა და პროფესიული ცოდნა
თანადამფუძნებელი · ფინანსური ტექნოლოგიები და რეგულირება
ციფრული ფინანსები · კვლევა · პროგრამები
თანადამფუძნებელი · პროდუქტი და ოპერაციები
პროდუქტის მენეჯმენტი · ოპერაციული მართვა · ბიზნესის განვითარება

ისტორია
LegalTech Georgia-ს იდეა საქართველოში დაგროვილი პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ-სამართლებრივ გარემოსთან კავშირის საფუძველზე ჩამოყალიბდა.
ლონდონში სწავლამ, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სამართლის საკითხებზე მუშაობამ და საერთაშორისო პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობამ გააძლიერა ეს ხედვა: საქართველოს სჭირდება პროფესიული ეკოსისტემა, რომელიც ადამიანებს, ორგანიზაციებს, ცოდნასა და ტექნოლოგიურ ინოვაციას ერთმანეთთან დააკავშირებს.
LegalTech Georgia სწორედ ამ მიზნისთვის ვითარდება — საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს პროფესიულ საჭიროებებს დაუკავშიროს და ადგილობრივი ეკოსისტემის ზრდას პრაქტიკული ფორმით შეუწყოს ხელი.
როგორ ვმუშაობთ
ინფორმაციას ვამოწმებთ და მკაფიოდ ვმიჯნავთ ფაქტს, მოქმედ სამართალს, ოფიციალურ პოზიციას, ანალიზსა და მოსაზრებას.
ვირჩევთ საკითხებს, რომლებიც პროფესიონალებისა და ორგანიზაციებისთვის რეალურ გადაწყვეტილებებსა და საქმიანობას უკავშირდება.
პარტნიორობა და კომერციული თანამშრომლობა არ განსაზღვრავს ჩვენს სარედაქციო ან პროფესიულ შეფასებებს.
ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან და ორგანიზაციებთან გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად.
ტექნოლოგიის შესაძლებლობებს ვაფასებთ მის რისკებთან, შეზღუდვებთან და პასუხისმგებლობებთან ერთად.