რას გაიგებთ
როგორ სწავლობს AI მოდელი
როგორ იძენს მოდელი შესაძლებლობებს მონაცემებითა და სწავლებით.
როგორ იქმნება პასუხი
რა ხდება კითხვის დასმიდან AI-ის პასუხამდე.
მოდელი, აპლიკაცია და აგენტი
რით განსხვავდება AI მოდელი, აპლიკაცია და აგენტი.
შესაძლებლობები და შეზღუდვები
რატომ ცდება AI და როგორ შევაფასოთ მისი პასუხი.

მასტერკლასის სპიკერი
ლუკა შახყულაშვილი
LegalTech Georgia-ს დამფუძნებელი · ტექნოლოგიებისა და კომერციული სამართლის იურისტი
მისი პროფესიული და კვლევითი საქმიანობა მოიცავს ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას, მონაცემთა დაცვასა და სამართლის ტექნოლოგიებს.
გაეცანით სპიკერსროგორ შემოგვიერთდეთ?
- შეავსეთ ფორმა
ღონისძიებაზე რეგისტრაცია უფასოა და პროფესიულ ქსელში წევრობას არ მოითხოვს.
- მიიღეთ სტატუსი
განაცხადი განხილვის რიგში მოხვდება. ადგილის დადასტურება ადმინისტრატორის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
- შემოუერთდით ონლაინ
დადასტურებულ მონაწილეებს შეხვედრის დახურული ბმული ღონისძიებამდე ცალკე გაეგზავნებათ.
სრული პროგრამა
როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი? როგორ სწავლობენ AI მოდელები, როგორ ქმნიან პასუხებს და რით განსხვავდება ერთმანეთისგან თანამედროვე AI აპლიკაციები და აგენტები?
LegalTech Georgia გიწვევთ უფასო ონლაინმასტერკლასზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის მუშაობის ძირითად პრინციპებს მარტივად და საინტერესო მაგალითებით განვიხილავთ.
ძირითადი თემები
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყოველდღიურად სულ უფრო ხშირად ვიყენებთ, თუმცა მათი მუშაობის პრინციპები ყოველთვის გასაგები არ არის. რა ხდება მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან პასუხის შექმნამდე? როგორ იძენენ მოდელები შესაძლებლობებს და რა განსხვავებაა თავად მოდელსა და იმ აპლიკაციას შორის, რომელსაც ვიყენებთ?
მასტერკლასზე ამ საკითხებს ეტაპობრივად განვიხილავთ და ერთმანეთს დავუკავშირებთ თანამედროვე AI ტექნოლოგიის ძირითად კომპონენტებს.
- ხელოვნური ინტელექტი და მისი განვითარების ძირითადი მიმართულებები;
- გენერაციული AI და დიდი ენობრივი მოდელები (LLM);
- როგორ სწავლობენ AI მოდელები და ქმნიან პასუხებს;
- AI მოდელები, აპლიკაციები და AI აგენტები;
- AI-ის შესაძლებლობები, შეზღუდვები და განვითარების პერსპექტივები.
განხილვა დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ არა მხოლოდ ის, რისი გაკეთება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, არამედ ისიც, როგორ აღწევს კონკრეტულ შედეგს, რატომ შეიძლება დაუშვას შეცდომა და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას.
მასტერკლასი განკუთვნილია იურისტებისთვის, ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და ყველასთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის უკეთ გაგება სურს. წინასწარი ტექნიკური ცოდნა ან პროგრამირების გამოცდილება საჭირო არ არის.
მასტერკლასს გაუძღვება
ლუკა შახყულაშვილი — LegalTech Georgia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტექნოლოგიებისა და კომერციული სამართლის იურისტი. Queen Mary University of London-ის მაგისტრი ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების სამართალში და Chevening-ის სტიპენდიატი. არის ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხებზე აკადემიური ნაშრომის თანაავტორი. გავლილი აქვს IAPP-ის AI Governance Professional (AIGP) ტრენინგი.